მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
ცხადია არც დედაენის დღეს ჩაუვლია ზეიმის გარეშე, ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ კვირეულში მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში. დაამზადეს მრავალფეროვანი პოსტერები, სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს პრეზენტაციები ბარბარიზმებზე.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებზე, განიხილეს ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობები. ბოლოს, კი კიდევ ერთხელ აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და მის მიერ შექმნილი უნიკალური - „დედა ენა“.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე