მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N198 საჯარო სკოლის საზოგადოებისთვის საინტერესო ტრენინგი ჩატარდა, თემაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ ტრენინგი სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლებს და სპეციალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაუტარა.
შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზნები და მოქმედების სფერო, ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, სსსმ/შშმ მოსწავლეებთან პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებები და სხვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სკოლაში აღინიშნა, რომ ახალი კანონის ძირითადი დებულებები 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, 1 ივნისიდან კი ისეთი სიახლე შედის ძალაში, როგორიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია.
სკოლაში მადლობას უხდიან ტრენერებს ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე