მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში, შავ სიაში 8 კომპანია შეიყვანა. მიზეზი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება გახდა.
მათ შორისაა შპს „ფუდ სფეისი 20/21“, რომლის ე.წ. შავ სიაში შეყვანა „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ“ მოითხოვა. საქმე ეხება ბურღულეულის, კარტოფილის, ბოსტნეულის, ხილისა და თხილეულის შესყიდვასთან დაკავშირებით, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას.
შპს „ულტრექსს“ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან“ ჰქონდა ხელშეკრულება, თუმცა, ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები არაჯეროვნად შეასრულა.
შპს „ფუდ სფეისის“ გაშავების მიზეზი კი, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება გახდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური