მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, თუ რამდენად აუცილებელია ენის დაცვა სახელმწიფოს თვითმყოფადობისთვის.
მოსწავლეები დიდ საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძეს დაესესხნენ და ენის მნიშვნელობაზე, ციტირებდნენ: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისი არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ეს საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვის ხელით არ უნდა შეეხოს“,- ამ სიტყვებით შთაგობენულებმა კი, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი 14 აპრილის დანიშნულებას.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო აღნიშვნას, დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და მათ სიმბოლურად, მადლობის სიგელებიც გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს