მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესოდ ჩატარდა.
კვირეულში მოსწავლეები აქტიურად, ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა მხატვრული ნაწარმოებების ილუსტრაციები, ლექსები, კალიგრაფიული ნამუშევრები, ასომთავრულით შესრულებული სიძველის ფურცლები შექმნეს.
სკოლაში ასევე მოეწყო თემატური გამოფენა „მხოლოდ დედაენაზე უნდა ილოცოს ადამიანმა“.
კვირეულის ბოლო დღეს მოეწყო ჯგუფების მხიარული თამაშ-კონკურსი, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეთა ლექსიკურ-გრამატიკული ცოდნისა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევათა გაუმჯობესებას.
აქტივობები ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ