მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში აქტუალურ თემებსა და გამოწვევებზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეც, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
„ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“, „ერთად ვქმნით შესაძლებლობებს“ - ამ გზავნილებით, მოსწავლეებმა საზოგადოებას მეტი ინფორმირებულობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების დაცვას.
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრების, ასევე, პედაგოგების: ინგა კვერნაძის, ხელოვნების პედაგოგის; ზაირა ტყაბლაძის, სამოქალაქო კლუბის მეურვისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ფასილიტატორის ორგანიზებით განხორციელდა საქველმოქმედო აქცია და სკოლის რესურსოთახს გადაეცა საჭირო საკანცელარიო მასალა.
შეხვედრაზე მოსწავლეებს სპეცმასწავლებელი მარინა ქურასბედიანი ესაუბრა აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) შესახებ.
„აუტიზმი მდგომარეობაა“, „მიმღებლობა მნიშვნელოვანია“, „შევქმნათ ინკლუზიური გარემო“, - ამ მოწოდებებით კი დასრულდა დღე.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს