მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედანის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძის მუზეუმს.
საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსიის შემდეგ, მოსწავლეებმა მოისმინეს საგანმანათლებლო პროგრამა „ილიას როლი აჭარაში“, ჩაერთნენ პრაქტიკული აქტივობაში და შექმნეს გაზეთი „განთიადი“, სადაც განათავსეს წერილები აქტუალურ თემებზე: ენის სიწმინდეზე, ბარბარიზმების მომძლავრებაზე, სპორტსა და გარემოს დაცვაზე.
„გაზეთს რედაქტორობდა მირიან ცეცხლაძე, მხატვრული გაფორმება ნინი მამუშაძემ ითავა, სხვები კი წერილებს წერდნენ. საინტერესო გაზეთი გამოვიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებსა და მასწავლებელს გადაეცათ სერტიფიკატი.
საგნის მასწავლებელი ნატალია შოთაძე დიდი მადლობას უხდის ეკა მამულაძეს, საინტერესო და მრავლისმომცველი გიდობისთვის, ასევე მოსწავლეებს.
„დაე ეს დღე ყოფილიყოს საწინდარი საამაყო მამულიშვილებად აღზრდისა, მადლობა მშობლებს, გვეამაყოს ჩვენი მომავალი თაობებით“, - ამბობს საგნის მასწავლებელი ნატალია შოთაძე.
ეს დღე ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა