მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის VIბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ირმა დარჩიძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა“.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დედაენის დღე, ისაუბრეს ქართული ენის როლსა და მის მნიშვნელობაზე, ენის სიწმინდეზე. მათ, ასევე ქართულ ენასთან დაკავშირებით, სკოლაში წარადგინეს ცნობილი ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები, ლექსები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, რომლის ქორეოგრაფი ზურაბ წულაძე გახლავთ.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მე-2 კლასის მოსწავლეებმა მორიგ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა დაასრულეს
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე