სიახლეები
სკოლები

შემეცნებითი და ინფორმაციული შეხვედრები, ინტეგრირებული გაკვეთილები, სასწავლო ექსკურსიები - ქართული ენის მრავალფეროვანი კვირეული წალენჯიხის N2 სკოლაში
17-04-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება. ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის და მე-7 კლასის დამრიგებლის - ქეთო ღვინჯილიას ორგანიზებით, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ქართული ენის დღის კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემეცნებითი, ინფორმაციული, შთამბეჭდავი შეხვედრები, ინტეგრირებული გაკვეთილები, სასწავლო ექსკურსიები - მცირე ჩამონათვალია იმ დიდი პროექტისა, რომელიც ქეთო ღვინჯილიამ, მოსწავლეების და მშობლების უშუალო ჩართულობით, განახორციელა.

მოსწავლეები წალენჯიხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მუზეუმის ხელმძღვანელმა - ოლეგ სალიამ, თავდაპირველად, ვიზიტორ მე-8 კლასის მოსწავლეებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები გააცნო და ლექციის ფორმატში უდიდეს ქართველოლოგზე - კალისტრატე სალიას  მრავალფეროვან მეცნიერულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ კალისტრატე სალიასა და მისი მეუღლის სახელს უკავშირდება 1980 წელს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის   გადაცემული პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები - უმნიშვნელოვანესი წიგნადი ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის მიჩნეული. ოლეგ სალიამ მოსწავლეებს ურჩია, დაინტერესდნენ კალისტრატე სალიას შემოქმედებით, რომელიც ქართულად გამოსცემდა სამეცნიერო ჟურნალს საფრანგეთში და ასე ეფერებოდა ქართულს ენას და ქართულ სულს.

აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასის მოსწავლეებმა დადიანების მუზეუმის სივრცე მოინახულეს. მათ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალური გამოფენა დაათვალიერეს და მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს გაეცნენ. მეშვიდეკლასელებმა ასომთავრულ ნაწერებზე იმუშავეს, გაშიფრეს აფორიზმები და ქართული ხალხური ანდაზები. გარდა ამისა, სალექციო ფორმატში გაეცნენ ,თუ როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი და რა გზა გამოიარა დღემდე. დიდი იყო მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა როგორც სალექციო, ისე პრაქტიკული ნაწილისადმი.

ქართული ენის კვირეულის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ მე-6 კლასში ისტ-ის პედაგოგთან - ხათუნა ჯალაღონიასთან ერთად, დაგეგმილი და განხორციელებული ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობაზე, სახელმწიფო ენის სტატუსზე.

მათ ბროშურები შემდეგი სათურებით შექმნეს:

  • ქართული ენის დღე;
  • დავიცვათ ქართული ენა;
  • რა ენა წახდეს ერიც დაეცეს.

მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით გააფორმეს და გაამოაქვეყნეს კედლის გაზეთი.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მე-6 კლასის მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად, წალენჯიხის საქალაქო ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მათ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ გააცნო და დათვალერებინა წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზში მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული მწერლობის და პოეზიის შედევრებიდან ამონარიდები.

როგორც სკოლაში ამბობენ, ქართული ენის დღის კვირეული დასრულდა, თუმცა მრავალჟამიერ გაგრძელდება.

„მადლობა ქალბატონ ქეთო ღვინჯილიას, ასე რომ უღვივებს ქართული ენის სიყვარულს მოზარდებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ნამუშევარი ბმულზე:

ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა

IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად  შავიზღვისპირეთში გაიმართა  

თბილისის ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია - სააგენტო განმარტებას აკეთებს

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსწავლეები სკოლას მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც გაზის მოწოდება აღდგება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მე-2 კლასის მოსწავლეებმა მორიგ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა დაასრულეს

მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - „სპილოს კბილის პასტა“.

მე-5 კლასში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მცირე დისკუსია გაიმართა

მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებელის ღვაწლზე,  შექმნეს კედლის გაზეთი

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება