მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
„9 აპრილი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელია. დღე ,რომელმაც დღევანდელი აწმყო შექმნა, უხილავად ჩვენს მომავალსაც განსაზღვრავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ახალმა თაობებმა გააცნობიერონ არსი და დატვირთვა იმ მოვლენებისა, რომლებიც 9 აპრილს განვითარდა“ , -აღნიშნავენ სკოლაში.
სწორედ ამ მიზნით, დამიის საჯარო სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა ეს თარიღი. მოსწავლეებმა, სკოლაში წარადგინეს პრეზენტაცია, გაიხსენეს 9 აპრილის ისტორიული მოვლენები და ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პრეზენტატორებმა ისაუბრეს პროცესებზე, რომლებიც წინ უძღოდა 9 აპრილის მოვლენებს, მათ ასევე აღნიშნეს ახალგაზრდების როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაში.
მეცხრეკლასელებმა ასევე მოამზადეს პოსტერები და საინფორმაციო შინაარსის კედლის გაზეთი.
აქტივობა კონსულტან-მასწავლებლის - მ.გუნიას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა