მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. გაკვეთილები საინტერესო აქტივობებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.
ქართული ენის უფროსი მასწავლებელი ნაიარა ჯინისისანი მე-5 - მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად გეგმავს და ატარებს ინტეგრირებულ, ადაპტირებულ და ეროვნულ მიზნებსა და გეგმებზე ორიენტირებულ გაკვეთილებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგნის მასწავლებელი ფიქრობს, რომ თითოეული აქტივობა ავითარებს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა სათანადო უნარებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქართული ენის სწავლების მიმართულებით, ასევე პრაქტიკაში გამოყენების დროს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ კომპლექსური დავალებები. ხალისით და დიდი ინტერესით ამზადებენ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ რესურსებს და შემდგომ იყენებენ, რაც ამაღლებს მათ ცოდნასა და მოტივაციას.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად ეწყობა შეხვედრები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი, ეფექტური მეთოდების დანერგვის მიზნით.
„ქართული ენის კათედრაზე პერიოდულად ვატარებთ შეხვედრებს, ვსაუბრობთ მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე, ვთანხმდებით სტრატეგიულ მიდგომებსა და მეთოდებზე და ვცდილობთ ჩვენი გაკვეთილები იყოს მოსწავლეებისთვის ხალისიანი, საინტერესო და სახელმწიფო ენის სწავლება-განვითარების ხელშემწყობი“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ