მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით ამ დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, წაიკითხეს ქართული პოეზიის ნიმუშები და შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ლალი იმნაიშვილი, ლანა ბრეგვაძე, ირმა ჯღარკავა და ნატო აფხაზავა.
ეს დღე ძალიან ემოციური და საინტერესო იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს