მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „ვინ არის ალექსანდრე მაკედონელი“.
გაკვეთილში, რომელსაც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ანა პეტროსიანი ხელმძღვანელობდა, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
როგოც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის თემა ძალიან საინტერესო იყო, რადგან იგი ეკუთვნოდა საერთაშორისო ისტორიის ერთ-ერთ გამოჩენილ ფიგურას, ალექსანდრე მაკედონელს, რომელმაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად, დატოვა უზარმაზარი ისტორიული წყაროები და ისტორიული გვერდები მსოფლიოს ისტორიაში.
მოსწავლეებმა თემის ირგვლივ მოიძიეს უამრავი დამატებითი ინფორმაცია ბიოგრაფიიდან, სამხედრო საქმიანობიდან, ანდაზებიდან, ბერძნული სიტყვებიდან და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
დირექტორმა - ქნარიკ ჩივჩიანმა და „ამბიონის“ ხელმძღვანელმა - მარიეტა დულხანიანმა დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ცოდნა და მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია ალექსანდრე მაკედონელის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილი შემეცნებითი ხასიათის იყო, რომელიც საინტერესო და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ