მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.
სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ, გლებ პეტროვმა, რომელიც უკრაინიდანაა, დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ნამუშევრები შექმნა, მოიძია და გამოაქვეყნა საინტერესო მოსაზრებები და გამონათქვამები. ის ასევე გაეცნო ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, შეისწავლა ასომთავრული ანბანი და შექმნა ხელნაწერები.
„გლები უდიდესი ინტერესით იყო ჩართული მუშაობის პროცესში. აღსანიშნავია რომ მან ძალიან სწრაფად აითვისა ჩვენი ენა და გამართულად წერს და მეტყველებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და ემოციური იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ