მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა.
კვირეული მესამე კლასში, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ც.გოგოლისა და დამრიგებელის - ხ.შულაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ ისტორიულ თარიღზე, მის მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გააჟღერეს ფრაზები, რომლებიც ქართულ ენას მიეძღვნა და ასევე შეასრულეს მუსიკალური ნომრები დედაენაზე.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობა - „არა ბარბარიზმებს“, მიზნად ისახავდა სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების წარმოჩენას. მოსწავლეებმა შექმნეს თვალსაჩინოებები, სადაც მკაფიოდ იყო აღნიშნული ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები.
ასევე, მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და დაამზადეს კედლის გაზეთი.
აღსანიშნავია, რომ ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო წერითი უნარების გაუმჯობესება. აქვე ისაუბრეს ქართული დამწერლობის ეტაპებზე.
მოსწავლეებმა მოამზადეს მასალა (ქართული ანბანის შესაბამისი ნახატებით, წარწერებით) ხელნაკეთი წიგნის დასამზადებლად. გადაწყვიტეს მე-4 კლასის ბოლოს ეს წიგნი სკოლაში მომსვლელ პირველკლასელებს გადასცენ საჩუქრად.
მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დაგეგმეს ექსკურსიაც - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა: გაიღრმავეს მშობლიური ენის სიყვარული, უფრო კარგად გაიაზრეს ქართული ენის მნიშვნელობა, გაითავისეს რაოდენ აუცილებელია ამ ღვთივბოძებული განძის სიწმინდის დაცვა. თითოეულმა მოსწავლემ იგრძნო ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ენის, მამულისა და სარწმუნოების წინაშე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ