მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ხორციელდება.
ამჯერად, პედაგოგებმა: ირინა ჩიტაიამ (ინგლისური ენის) და ინგა ხვიჩიამ (ქართული ენის), საბაზო საფეხურის VIII-IX კლასების მოსწავლეებთან ერთად, სკოლაში, მოაწყვეს ინტეგრირებული სასწავლო პროექტის „Reading event- ის“ ფარგლებში მომზადებული მასალის ჩვენება.
პროექტის მსვლელობისას მათ დაამუშავეს ქართველი და უცხოელი მწერლების ბიოგრაფიები და მათი შემოქმედება.
პრეზენტაცია იყო საინტერესო, ინტერაქტიული, მიღებული ცოდნის გამოყენება- გააზრებაზე ორიენტირებული.
„ეს ყოველივე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თამამად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, შეძლონ ნასწავლი ლექსიკური ერთეულების, ენობრივი კონსტრუქციებისა და ცნებების პრაქტიკაში გამოყენება“ , -აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა ასევე გაიუმჯობესეს მოსმენის, კითხვისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ