სიახლეები
სიახლეები

3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით - სამინისტროს ანგარიში
08-05-2024
-
+


განათლების სამინისტროს 2023 წლის ანგარიშში საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებიც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შეეხო.

უფრო კონკრეტულად, შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო, ასევე პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა;

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელმა 2047-მა დაწესებულება ან/და მომსახურების მიმწოდებელმა ინდივიდუალურმა მეწარმემ განახორციელა თვითშეფასება.

ასევე შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო და ჩამოყალიბდა ექსპერტთა კორპუსი. მომზადდა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი.

შემუშავდა ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების შედეგების ანალიზის მეთოდოლოგია და გადამზადდნენ ანალიტიკოსები.

დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას.

სამინისტროს მიერ შერჩეულ 5 მუნიციპალიტეტში (ონი, დუშეთი, ქედა, დმანისი, მარნეული) შემუშავდა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბავშვების დაუცველი ჯგუფებისთვის სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ავტორიზაციის პროცესების მხარდაჭერის მიზნით, სკოლამდელი განათლების სპეციალისტების, შემდეგში კი ექსპერტების მოსამზადებლად, შემუშავდა 4 ტრენინგ-მოდული შემდეგი მიმართულებით: 1. განათლება; 2. ხარისხი; 3. სანიტარია, კვება, ჰიგიენა; 4. ინფრასტრუქტურა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტები დამატებით გადამზადნენ სამინისტროს მიერ შექმნილი ტრენინგ-მოდულებით , ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფარგლებში შექმნილი და დამტკიცებულია 2 ახალი ტრენინგმოდული ,,ბავშვის განვითარება’’, ბავშვთა  კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში.  მოდიფიცირებული და ხელახლა დამტკიცებულია ტრენინგმოდულები: ,,თამაში’’, სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა, ადრეული განათლების კურიკულუმი ,,თამაში’’, როგორ დავნერგოთ ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში’’.,

ადრეული განათლების კურიკულუმის ,,თამაში’’ დანერგვის მიზნით, ტრენინგმოდულით ,,ადრეული განათლების კურიკულუმი გადამზადებულია 459 საგანმანათლებლო და 165 ადმინისტრაციული პერსონალი; ტრენინგმოდულით ,,ადრეული ინკლუზიური განათლება’’ - 446 პირი, ტრენინგმოდულით Teams გამოყენება - 604 პირი.

დამტკიცებულია აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტრენინგების მონიტორინგის წესი.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული’’ გაიარა 3027  პირმა, მათგან 1895-მა წარმატებით.​ გადამზადებულია ავტორიზაციის 271 ექსპერტი.

შემუშავებულია აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტისთვის ინკლუზიური განათლების სტრატეგიები.

ჩატარდა კონკურსი ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის’’ მიწოდების მსურველი ორგანიზაციების გამოსავლენად. გამოვლენილია 5 ახალი ორგანიზაცია, წარმატებით მომზადებულია 7 ახალი ტრენერი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება