მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიება გამართეს.
კვირეულის მეორე დღეს მოწაფეებმა ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ გამართეს.
მოსწავლეებმა, კომპოზიციაში წარადგინეს ინფორმაციული პრეზენტაციები ქართული ენის დამწერლობის საფეხურებზე, ისაუბრეს მისი განვითარების ისტორიაზე.
ქართული ენა უბრალოდ აზრის გადმოცემა კი არ არის ქაღალდზე, არამედ მასში გაცხადებული მთელი კოსმიური სამყაროა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ანბანი ღვთაებრივ საიდუმლოს ინახავს და ამ საიდუმლოსთან მიახლოება უდიდესი მადლია.
ბედნიერი ხარ, რომ შეგიძლია შეეხიდო შენს მოსწავლეებს, მადლიანი ქართული ანბანის სამყაროში სიყვარულით იმოგზაურო“ - ამ სულისკვეთებით დააორგანიზა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ინგა ხვიჩიამ სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მომზადებული ღონისძიება.
„პირველად, დიდ სცენაზე აჭიკჭიკდნენ ჩვენი პირველკლასელები თამარ ბერაიას ხელმძღვანელობით“, - ამბობენ სკოლაში.
მათ ნათლად წარმოაჩინეს, რომ ერის სული გადანახულია მის ენაში, ხოლო ენის ხმალიცა და ფარიც მისი ანბანია. როგორც აღნიშნავენ, ლექსებს სიმღერები ცვლიდა, სიმღერებს სახალისო აქტივობები.
სკოლაში, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელს - აზა თათარიშვილს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს