მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რაც საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობაზე აისახება.
ახლახან, ბავშვები ლაბორატორიას ესტუმრნენ.
„როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები ფიზიკით? როგორ გავზარდოთ მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში? როგორ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში? - ამ კითხვებზე დაფიქრების შემდეგ გაჩნდა იდეა გასვლითი გაკვეთილის ჩატარებისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლის ფიზიკის ლაბორატორიაში“, - გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გასვლითი გაკვეთილის ინოვაცია, სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიულ მიდგომებში მდგომარეობს.
„ასეთი გაკვეთილები საშუალებას იძლევა, ცხადი გავხადოთ შესასწავლი მასალის მნიშვნელობა და
პრაქტიკულობა, რთული მასალა მივაწოდოთ მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით, ავამაღლოთ
მოსწავლეთა ემოციური და ინტელექტუალური დონე. თავად მოსწავლეებს კი თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ.
თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო სფეროში, ვინაიდან იგი მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. ფართოა ასპარეზი ყველასთვის, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია, შემოქმედებით, მეგობრულ, საინტერესო ურთიერთობებს საფუძველი სწორედ ასე ეყრება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამ ტიპის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი 13 აპრილს, საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგის - ინგა ხასაიას ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლებს შორის.
შამგონის სკოლაში მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს ფიზიკის უნიკალური ლაბორატორია. ბავშვებმა, ერთად განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები. ბოლოს ჩატარდა ამხანაგური თამაში ფეხბურთში. მართალია, მათ გაიმარჯვეს, მაგრამ როგორც გვიყვებიან, დამეგობრებას ამით ხელი არ შეეშლება, რადგან ყოველი დამარცხება გამარჯვებაზე ღირებული ჯანსაღი ურთიერთობებია.
„ყველაფერს გულთბილი ურთიერთობა ალამაზებს. სტუმრის სტატუსში თავი უცხოდ არ გვიგრძვნია.
მადლობა ორივე სკოლის დირექციას, მათ წარმომადგენლებს და მოსწავლეებს, აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს