სიახლეები
სკოლები

„ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული“ - უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივაზე მუშაობენ
18-04-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო ინიციატივით - „ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული“, აღინიშნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის დედაენის დღე განსაკუთრებული ზეიმია, რადგან ისინი მოხალისეები არიან 2023 წლის დეკემბრიდან და აციფრულებენ ქართულ ენას, ახდენენ მათ პოპულარიზაციას, რომ ჩვენი ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოხდეს სხვადასხვა პორტალზე მისი გაციფრულება.

დედა ენის კვირეულთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოება შეხვდა მოხალისეების თემის წევრებს: რაზმიკ ბადალიანს და თეა მეფარიშვილს, რომლებიც მათ კონსულტაციას უწევდნენ ხელოვნური ინტელექტის გაციფრულებაში: „ერთად ვასწავლოთ AI-ის ქართული“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მზად არიან ახალი გამოწვევისთვის, მათ მომავალი სასწავლო წლისთვის მეტი ქართული სიტყვის „გაციფრულება“, დაგეგმეს. 

„რატომ გვჭირდება ეს? დღეს AI-ის ქართულს ცუდად ან საერთოდ არ ესმის აუდიომონაცემთა სიმცირის გამო. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ხმოვანი მასალა ქართულისთვის და AI-ის ჩვენი ენა ვასწავლოთ“, - დაისახეს მიზნად მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება