სიახლეები
სკოლები

ზინობიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
18-04-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი, პატრიოტული მოტივებით განმსჭვალული ღონისძიება მიეძღვნა.

სკოლის პატარა გოგო-ბიჭებმა, პედაგოგების - მანანა ზანდარაშვილისა და ლალი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, ლექსებითა და ცეკვა-სიმღერით აღნიშნეს ეს დღე.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა კი, პედაგოგის მაია ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით მხატვრულად წაგვიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.

ღონისძიებაზე ამ დღის ისტორიული კონტექსტიც აღინიშნა, მოსწავლეებმა კიდევ  ერთხელ გაიაზრეს, რომ ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება. რამდენიმე ათეული წლის წინ ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანის საპროტესტო აქციებით ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

„დღეს თითოეული ჩვენგანის ვალია ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და განვითარების საქმეში“, - ამ ემოციური სიტყვებით კი, დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელიც ემოციური და დასამახსოვრებელი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება