სიახლეები
სკოლები

ხონის N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
18-04-2024
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-7 კლასში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტ-გაკვეთილი - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ...
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ ჩატარდა. 

მოსწავლეები მშობლიურ ენას, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ვერა ხობუასთან ერთად მოეფერნენ. მათ ქართული ანბანის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გამოავლინეს. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე დადებითად აფასებს და შემდეგნაირად აღწერს:

„ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს უნდა გენახათ და მოგესმინათ!
თუ ოდესმე რამე ღირებული თქმულა ქართული ენის შესახებ-დღეს მოვისმინეთ!
მთავარი კი ისაა, რომ ეს ნათქვამ- მოსმენილი გულის გულამდე აღწევდა! 
სულს უფორიაქებდა მთქმელსაც და მსმენელსაც! 
ამის დასტური დამსწრე საზოგადოების ცრემლიანი თვალები იყო! 
ეს სიამაყის, ბედნიერების ცრემლი იყო ყელს მობჯენილი!
ვერა ხობუას მიერ შექმნილი ღონისძიება, პროექტი არაერთხელ მინახავს და ვიცოდი რა მოლოდინიც უნდა მქონოდა, მაგრამ ...
როგორ შეძლო ამ პატარებისგან  ასეთი ძარღვიანი ქართველების გამოჭედვა?! 
ამას მხოლოდ მოწოდებით მასწავლებელი ახერხებს!
ისეთი, როგორიც საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ქალბატონი ვერა ხობუაა!“,- წერს სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება