ნინოწმინდის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
18-04-2024
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, სასკოლო საზოგადოების თითოელი წევრი კარგად აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელოვანია ქართული ენის ცოდნა.
ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ახლა კი, რასაკვირველია, სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით, მე-8 კლასში, იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის შესახებ, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გარდა ამისა, მოსწავლეები ექსკურსიაზე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებონდნენ, მათ გარემო დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობებს მასწავლებელი ირინე სეროპიანი ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.