მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ულამაზესი და ძალიან ემოციური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა შეასრულეს ლამაზი სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს თემატური ლექსები.
სკოლაში, ასევე ჩატარდა, კალიგრაფიის კონკურსი. მასწავლებლებმა სამი საუკეთესო ნამუშევარი აირჩიეს. გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით.
„ეს იყო დიდი შთაგონება ჩვენი მოსწავლეებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„მთავარია, მოსაბეზრებელი მასწავლებელი არ ვიყო“...
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“
საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა