მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება დედა ენის დღეს იოანე ზოსიმეს ცნობილი სიტყვებით - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, შეუერთდა. ქართული ენის კათედრამ სხვადასხვა აქტივობები ჩაატარა როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო კლასებშიც.
მასწავლბლებმა მათ ანბანის შექმნის ისტორია, მითები თუ ლეგენდები გაახსენეს. პედაგოგებმა უძველესი ქართული ხელნაწერები დაასახელეს და მოსწავლეებს ფოტომასალაც დაათვალირებინეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა სახალისო აქტივობები გამართეს - პირველკლასელებმა ანბანის ასოები გააფერადეს, მეხუთეკლასელებმა კი ჯგუფური სამუშაო - „არა ბარბარიზმებს“ საინტერესოდ წარმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსიც მოეწყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს