მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები პოლონეთის ქალაქ პოზნანში საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიწვევით იმყოფებოდნენ.
ვიზიტი სკოლასა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის N38 ორენოვან ლიცეუმს შორის ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე შედგა.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობდნენ პოლონეთის, საქართველოს, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები.
9-13 აპრილს ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა პოზნანში იმყოფებოდა გუნდის შემდეგი შემადგენლობით:
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია გაეცნო ქალაქ პოზნანის N38 ორენოვან სკოლა-ლიცეუმში სასკოლო ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო განათლების“ ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ ქიმიისა და ფიზიკის ინტეგრირებულ გაკვეთილს. გაკვეთილზე ჩატარდა ექსპერიმენტები, გაკეთდა შედეგების ანალიზი, ვორქშოფი მცენარეული პიგმენტების ქრომატოგრაფიასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აქტივობებში და გამოავლინეს მათი ცოდნა მასპინძლების ორგანიზებულ ყველა ექსპერიმენტსა და პროექტში“, - გვიყვებიან სკოლაში.
მეორე დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგნენ ქართველი, გერმანელი, ესპანელი, იტალიელი და პოლონელი მოსწავლეები და მასწავლებლები.
მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს თემები:
კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე მოწვეული და მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელმა მასწავლებლებმა და პროფესორებმა წარმოადგინეს თემები ფიზიკისა და ტექნოლოგიების სწავლების მეთოდებზე, პრობლემებსა და სირთულეებზე, ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნასა და განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილება .
გასვლითი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ფარგლებში, მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა კოპერნიკის მშობლიური ქალაქი ტორუნი, პლანეტარიუმი და პოზნანის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ვიზიტის ბოლოს, 12 აპრილს პოლონეთის ქალაქ პოზნანსა და საქართველოს ქალაქ ქუთაისს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს იან ნოვაკ იეჟორანსკის სახელობის XXXVIII ორენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმის წარმომადგენელმა, სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ელჟბიეტა მარცინიაკმა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორის პირველმა მოადგილემ ქალბატონმა ია ვერულაშვილმა.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ შემდგომ საკითხებში:
„გაცვლით პროგრამაში მიღებული გამოცდილება, ცოდნა და შთაბეჭდილებები სასარგებლო, ნაყოფიერი და დაუვიწყარი გამოდგა ჩვენი დელეგაციისთვის, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო