ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საინტერესო პროექტებზე იმუშავეს
18-04-2024
დაკოპირებულია
-
+
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო. მე-7 დ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მშობლიურ ენაზე პროექტები წარადგინეს.
ბავშვებმა, როგორც გვიყვებიან, პროექტებიც და საკუთარი თავიც შესანიშნავად, ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინეს. მათ ასევე კედლის გაზეთი შექმნეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
კლასის დამრიგებელი კახაბერ ტყეშელაშვილი, ხოლო ქართულის მასწავლებელი ლია კუხიანიძე გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.