სიახლეები
სკოლები

ჩანახჩის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
18-04-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება გახსნა ჩანახჩის სკოლის დირექტორმა - მანანა მანუკიანმა. მან ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის და საქართველოს სახელმწიფო ენის მნიშვნელობის შესახებ. შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს ქართული ცეკვა-სიმღერები. ღონისძიების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი ანა ხომერიკი.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება