მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ო, ენავ ჩემო ,დადაო ენავ“ გაიმართა. ღონისძიების ხელმძღვანელი მაია ფევაძე გახლდათ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ Vა, VIა და VI ბ კლასების მოსწავლეები.
„ქართული ენა ქართული დამწერლობა, ქართული ანბანი - ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობა .
ჩვენი ენა იმდენად მდიდარია, იმდენად ცოცხალი და მუდამ თანამედროვე, რომ საუკუნეების მანძილზე ერგებოდა დროს, რეალობას და ეპოქის გამოწვევებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაში, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუსიკის პედაგოგი ნათია გორგაძე და ხელოვნების მასწავლებელი ნინო თევთიძე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი ღონისძიების სულის ჩამდგმელს - მაია ფევაძეს, რომელიც როგორც აღნიშნავენ, ასე აყვარებს ახალ თაობებს მათ მშობლიურ ენას.
სკოლაში ასევე მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს ასეთი გულისხმიერებისთვის.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს