მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში წიგნის კლუბი „ჩვენ და წიგნები“ წარმატებით ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა აქტივობას დიდი ენთუზიაზმით ახორციელებენ.
ამჯერად, ისინი, პედაგოგ აზა სვანიძის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ ქუთაისის 22-ე ბიბლიოთეკას (ხელმძღვანელი: რიტა რობაქიძე).
ბავშვებისთვის შთამბეჭდავი იყო ბიბლიოთეკაში სტუმრობა. მათ აირჩიეს მათთვის სასურველი მხატვრული ლიტერატურა და წაიკითხეს. საინტერესოდ წარიმართა დისკუსია ამა თუ იმ წიგნისა თუ საკითხის შესახებ.
„მადლობა ქალბატონ რიტა რობაქიძეს გულთბილი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს