სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
18-04-2024
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.

მათ შორის, ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო მე-8 კლასში გამართული ლიტერატურული კომპოზიცია - „ქართული ენა ღმერთების ენაა!“. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მაია კენჭაძე-მიქაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

აქტივობა მოეწყო მესამე კლასშიც. „მიყვარხარ, გგრძნობ, ჩემ გულში ხარ, მადლობა!“,- როგორც კლასის დამრიგებელი - ნინო მეტრეველი ამბობს, ეს სიტყვები, მშობლიურ ენასთან დაკავშირებით, პატარა მოსწავლეების გულიდან წამოვიდა. 

აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა. 

16 აპრილს კი, სკოლის 1-ელ და 1-ელ კლასში საანბანო პროექტის - „ჩემი ილუსტრირებული ანბანის“ პრეზენტაცია გაიმართა. მას პედაგოგები ნატო მაისურაძე და მარინა გრიგალაშვილი უძღვებოდნენ. პატარები ქართული ენის დღეს გამოეხმაურნენ, სამადლობელი სიტყვებით შეამკეს ქართული ენა; მოეფერნენ ქართველთა სათაყვანო „დედაენას“ და მის უკვდავ შემოქმედს, დიდ იაკობ გოგებაშვილს. 
გარდა ამისა, მათ კლასში, პროექტის ფარგლებში, შექმნილი ილუსტრირებული ანბანი წარადგინეს. ისაუბრეს, როგორ მუშაობდნენ საანბანო გვერდების შექმნაზე და რომელი აქტივობა მოეწონათ განსაკუთრებით.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება