მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
მეორე კლასში, რომლის დამრიგებელი ი. ყურაშვილი გახლავთ, ვიქტორინა ჩატარდა და მოეწყო ნახატების, კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა.
მეოთხეკლასელებმა კი, რომლის დამრიგებელი ნ. გიგოლაშვილია შექმნეს ხმოვანი წიგნები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, პირველკლასელებთან, გააკეთეს მათი პრეზენტაცია და გადასცეს საჩუქრად. ისინი, ასევე ესტუმრნენ სოფლის ბიბლიოთეკას.
ბიბლიოთეკარი ლ. დედაბრიშვილი ბავშვებს ესაუბრა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებასა და ღვაწლზე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებისა და დამკვიდრების საქმეში. ბავშვები გაეცნენ 1912 წელს გამოცემულ „დედაენას“, რომელიც ბიბლიოთეკის საგამოფენო თაროს ამშვენებს.
მესამეკლასელებმა, სკოლაში წარადგინეს ზღაპარი „მოუსვენარი ხმოვანები“, ასევე მოაწყვეს ნახატებისა და ნაწერების გამოფენა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ( თავმჯდომარე დ. შიშმანაშვილი) ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე, სკოლაში, ჩატარდა ლიტერატურული- მუსიკალური კომპოზიცია „ო ენავ ჩემო“. მოსწავლეებმა მიმოიხილეს ქართული ანბანის წარმოშობის ისტორია, ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, 14 აპრილის დედაენის დღედ გამოცხადების შესახებ, ნახეს ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან. V – IX კლასების მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს დედაენასა და სამშობლოზე შექმნილი ქართველი პოეტების ლექსები, წარმადგინეს როლური თამაშები რ. ინანიაშვილის მოთხრობების მიხედვით.
აქტივობის დასასრულს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით მეცხრეკლასელებმა წაიკითხეს გ. ტაბიძის „მშობლიურო ჩემო მიწავ“.
აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო