მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ინგა მუკუტაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონტაჟით - „ენა ქართული“ გახსნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა ქართული ასო-ბგერები მეტად მხიარულ ფერებში წარადგინეს. გარდა ამისა, ქართული ენის, როგორც მსოფლიოში უნიკალური ენის ღირებულებებზე, უფროსი კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს.
დიდი მოწონება დაიმსახურა 14 აპრილის, როგორც ქართული ენის დაცვის დღის შესახებ მომზადებულმა კომპოზიციამ. ღონისძიებას, მუსიკის მასწავლებლის თანხლებით, მოსწავლეთა მიერ შესრულებული სიმღერები ალამაზებდა.
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტო და ვიდო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო