მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის (ხელ-ლი: ირინა ალავიძე) კვირეული წარმატებით მიმდინარეობს.
კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ Vა, Vბ და Vგ კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი დალი სილაგაძე; დამრიგებლები: ქეთევან ჯიქია; თამილა თუთბერიძე; თამთა თუთბერიძე) ღონისძიებით - „ფეხით შემოიარა მთელი საქართველო.“
ღონისძიება ნიკო კეცხოველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა განიხილეს ნიკო კეცხოველის მოთხრობა - „მკერდში დაჭრილი ბუნება“, სადაც ნაჩვენებია ადამიანის გარემომცველი სამყაროს ჰაერის, წყლის, მცენარეების, ცხოველების მნიშვნელობა ადამიანთა საზოგადოების ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის.
ნიკო კეცხოველი წერს, რომ „ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის ძვირფასია არა მარტო იმიტომ, რომ ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ მასზეა დამოკიდებული ადამიანების, მთელი კაცობრიობის ბედი“.
საინტერესო ფაქტები წარმოადგინეს Vა კლასის მოსწავლეებმა - ქეთი ასლანიკაშვილმა და რეზი კვერნაძემ, Vბ კლასის მოსწავლეებმა - თათია ყურაშვილმა და ლუკა გურეშიძემ და Vგ კლასის მოსწავლეებმა - ელენე ჩიხლაძემ და რომან აფხაძემ.
ღონისძიება თბილი სიტყვებით შეაფასა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელმა - ირინა ალავიძემ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო