მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
სკოლაში, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, ამ დღეს შესანიშნავი ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„დედაენა- ჩვენი უდიდესი საგანძურია, იგი ცოდნისა და სიბრძნის წყაროა“ - ეს ფრაზა ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.
მათ ასევე, მოაწყვეს პოეზიის საღამო, გააკეთეს კედლის გაზეთი.
ბავშვებმა, ისაუბრეს იმაზე, რომ ქართულმა ენამ ბევრი ქარცეცხლი გამოიარა, მაგრამ ქართველმა ერმა დღემდე სათუთად შემოინახა ის. „დედაენა“ გვასწავლის სიკეთეს, სიყვარულს, ერთგულებას, მეგობრობას, სამშობლოს სიყვარულსა და მისთვის თავდადებას.
აღნიშნულმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო