მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-8 კლასელები ესტუმრნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა აწსუ-ს პროფესორმა და ამავე სკოლის ბიოლოგიის მენტორმა მასწავლებელმა ნატალია მანდარიამ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ცხოველთა მრავალფეროვნებით და გასაოცარი მასალებით, რომელიც წარმოდგენილი იყო მუზეუმში, მათ შორის მსოფლიოს ისეთი ექსპონატებით რომელიც ავსტრალიის კონტინენტზეა გავრცელებული და ხმელთაშუაზღვის მრავალფეროვანი მოლუსკების სახეობების სიმრავლით. ისინი დარწმუნდნენ ქიმიური ნივთიერების - ფორმალინის უნიკალური თვისებით, რადგანაც ათეული წლების განმავლობაში მასში შენახული ცხოველები დაუზიანებელი სახით იყო წარმოდგენილი.
სკოლაში ნატალია მანდარიას მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო