მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღეს, სკოლაში, ლამაზი საღამო „დედა ენაა ერისა“ მიეძღვნა.
„მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, ბავშვები მაინც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასში“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ ღონისძიებაზე წარადგინეს თბილი და გულშიჩამწვდომი ლექსები, სიმღერები, პრეზენტაციები, სახალისო ამოცანები. სკოლაში ასევე ჩატარდა ლიტერატურული „ვიქტორინა“.
ღონისძიებაზე ასევე სიგელით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები.
დედა ენის დღე მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა - დავით სურმანიძემ და ისტორიის მასწავლებელმა - რამაზ ფუტკარაძემ მიულოცეს, რომლებმაც ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე.
მათ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ გაუფრთხილდნენ „დედაენას“.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - უშანგი ფუტკარაძე, ინგა ცეცხლაძე და მუსიკის პედაგოგი თამარ ფუტკარაძე.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო