სიახლეები
სკოლები

„ენა დედაა ერისა“- წყალტუბოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა ლამაზი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
19-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული შემოქმედებითი აქტივობები თუ პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. პედაგოგ დოდო ხაჩიძის სადამრიგებლო - მე-9 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ენა დედაა ერისა“ გამართეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარბაზში პატრიოტული სული ტრიალებდა, რადგან სწორედ „დედაენის იის ნამით არის განედლებული ჩვენი ქართული, ეს ნამი უსვამს ჩვენს მამა-პაპას და ჭირსა თუ ლხინში ამით უსაზრდოებია“. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ კიდევ უფრო კარგად გააცნობიერეს, რომ „ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“.

გარდა ამისა, გაიხსენეს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები და იმ იმედით დაამთავრეს ღონისძიება, რომ ივერია გაერთიანდება, გაბრწყინდება, ჯერ სამაჩაბლოს დავიბრუნებთ, შემდეგ კი „სოხუმში გემით დავბრუნდებით...“

ღონისძიების ბოლოს, საქართველოს ჰიმნი შესრულდა, რაც ყველასთვის ემოციური იყო. 

სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ, დირექტორის მოადგილე - დალი სილაგაძემ ღონისძიება დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

„განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექციას, ქორეოგრაფ ჟანა ბენიძეს, მუსიკის მასწავლებელ ქეთევან რატიანს, ხელოვნების მასწავლებელ თეა კაკაბაძეს, მე-9 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს, ამ ლამაზად დასამახსოვრებელი დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება