მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
თარიღს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ლიტერატურული ღონისძიება - „ქართული ქართველთ რწმენაა!“ მიუძღვნეს. მასწავლებლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, ქართული დამწერლობის დასაბამი მიმოიხილეს და მოზარდის ინტელექტუალური განვითარების საქმეში მშობლიური ენის როლზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ქართული დამწერლობის დამსახურებას მსოფლიო დამწერლობის წინაშე და დღევანდელ მდგომარეობა - ითქვა, რომ გლობალიზაციის შტორმში მოქცეულ სამყაროში მშობლიურ ენას განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ესაჭიროება .
ღონისძიების ფარგლებში, მეშვიდე კლასის მოსწავლე ლიზი გოგსაძემ პრეზენტაცია ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოამზადა. მანვე წაიკითხა ირაკლი აბაშიძის - „ხმა კატამონთან“ (მასწავლებელი: ირმა მაცაბერიძე), ნიკოლოზ გოგსაძემ კი ლექსები - ხალხური „შემომეყარა ყივჩაღი“ და გიორგი ლეონიძის - „ყივჩაღის პაემანი“ ლამაზად წაიკითხა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთან განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა შემორჩენილი ფოლკლორული ნიმუშების შეგროვება- გადარჩენას. საინტერესო იყო ლიზი გოგსაძის მიერ წარდგენილი ნაშრომი - „კორკოტობა და მასთან დაკავშირებული საწესჩვეულებო რიტუალები ველევის თემში“ (მასწავლებელი: ე.ჭიჭინაძე).
გარდა ამისა, ჩატრდა ტესტირება ნასწავლი ანდაზების ცოდნის შემოწმება-განმტკიცების მიზნით. ბოლოს ისაუბრეს, როგორ შექმნა რევაზ ლაღიძემ „ჰიმნი დედაენას“და მოსმინეს ჩანაწერი.
„მიუხედავად მოსწავლეთა მცირე კონტიგენტისა, აქტივობა შთამბეჭდავი იყო“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო