სიახლეები
სკოლები

ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
19-04-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა.

მის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა მოეწყო. მათ შორის, კალიგრაფისტთა კონკურსი, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ დაწერეს აფორიზმები, ანდაზები, სიტყვა-ნახატი და ორიგინალური მოხაზულობის ასო-ბგერები ლამაზად გამოიყვანეს. ბოლოს, პრეზენტაციები მოაწყვეს, გამარჯვებული ნამუშევრები კი სტენდზე, სლოგანით - „ენა დედაა ერისა“, გამოფინეს.

გარდა ამისა, დაწყებითი - I - IV კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება - „ენა სულისა და გულისა“ გამართეს. პატარებმა მშობლიური ენისადმი პატივისცემა და სიყვარული სიმღერებითა და ლექსებით გამოხატეს.

ამავე კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინა - „ვინ უკეთ ვიცით ქართული“. მასში V - XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინა მოსწავლებისაგან მართლწერის, სტილისტიკისა და ხატოვან სიტყვა-თქმათა საფიძვლიან ცოდნას მოითხოვდა. ღონისძიების ბოლოს, შედეგები შეჯამდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
5 აგვისტოს უცხოური ენის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება

განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება

ზოგადად, ყველაზე რთული წერითი დავალებაა, შესაბამისად, აბიტურიენტებს უფრო მეტად მისი შესრულება უჭირთ“

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება