მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა, კლასში, წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ქართული დამწერლობის ისტორია“.
მათ ისაუბრეს ქართული ანბანის განვითარების საფეხურების, პალიმფსესტის, დავათის სტელას, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერების შესახებ. ასევე გააცნეს სასკოლო საზოგადოებას ჯავახეთში აღმოჩენილი წარწერები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მეშვიდე, მერვე კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებმაც პრეზენტატორებს დაუსვეს კითხვები.
შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ ინტერაქტიულ რეჟიმში. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და კლასის დამრიგებელმა, ნანა კარაპეტიანმა, მეთერთმეტე კლასის წარმოდგენილი პრეზენტაციები შეაფასა და მიულოცა მათ დედაენის დღე.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური