მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N61 საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრაზე დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა პროექტის - „მეორე სიცოცხლე“ პრეზენტაცია.
მასში მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები, კომპანია „ტენე“ და პედაგოგები - რუსუდან მარკოზაშვილი, მაკა წიკლაური.
პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში ნარჩენების მართვის კუთხით ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება იყო.
მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღეს, კიდევ ერთხელ გაიზარეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების მოვლა და მასზე ზრუნვა. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
თელავის N9 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს გლოვობს
პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...