მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი სალომე ზარქუა შრომისმოყვარე, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის ნიჭიერებით, კოლეგიალობით, გულისხმიერებით გამოირჩევა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მასწავლებელი სისტემატიურად ზრუნავს მოსწავლე-ახალგაზრდების განვითარებაზე, სკოლაში ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო საერთაშორისო და ეროვნული დონის სასწავლო პროექტებს.
„თუ გინდა სხვას ასწავლო, მაშინ თავად უნდა სწავლობდე მუდმივად უნდა ვითარდებოდე“ - სწორედ ასეთია ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი-სალომე ზარქუა.
ის 2022 წლიდან საერთაშორისო პროექტებშია ჩართული.
„ყველაფერი 2022 წელს დაიწყო. ბრიტანეთის საბჭომ მენტორი მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოაცხადა, ახალ „EAR“ (Exploratory Action Research) პროექტში მონაწილეობის მისაღებად“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროექტს უცხოელ ექსპერტებთან ერთად, კვლევა უნდა განეხორციელებინა, რათა დახმარებოდა ქართველ კოლეგებს კვლევის წარმოებაში. პრექტის ფარგლებში სალომე ზარქუა მუშაობდა ადგილობრივ მენტორად. ის მონაწილეობდა IATEFL კონფერენციაში, რომლის მიზანი იყო, პროექტში მონაწილე მასწავლებელთა განვითარებისა და ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა, პროფესიონალიზმის წინ წამოწევა.
სკოლაში, პედაგოგით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„გვეამაყება სალომე მასწავლებელი და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო