მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ბავშვებმა უამრავი აქტივობა განახორციელეს.
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო ამ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება, რომელიც სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით გაიმართა. მასში, ყველა კლასიდან იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები.
ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სახალისო აქტივობას დედამიწის თემატიკაზე, მათ შორის იყო: ფაზლების აწყობა, გაფერადება, ნარჩენების სეპარაცია, სიტყვების აწყობა.
ბავშვები ხალისით და მონდომებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს. თითოეულ აქტივობას ობიექტური ჟიური აფასებდა.
სულ მონაწილეობდა 4 გუნდი. აქედან გამარჯვებული გუნდი დირექციისგან დასაჩუქრდა წიგნებით.
ყველა მონაწილეს, მათ შორის, ჟიურის წევრებს და სხვა დამხმარე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
„ბავშვებმა, თავის მხრივ,გამოხატეს მზადყოფნა, ხშირად მიიღონ მონაწილეობა ასეთ სახალისო აქტივობებსა და თამაშებში“, - გვიყვებიან სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო