მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული ქართული ენის კათედრამ დაგეგმა, რომელიც 20 აპრილს დასრულდა.
„საგაკვეთილო თუ არაფორმალურ გარემოში 14 აპრილი განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნა სკოლის სამივე საფეხურზე“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
შთამბეჭდავი აღმოჩნდა IIბ კლასის (მასწავლებელი:მაია რურუა) მხატვრული ღონისძიება და მოსწავლეთა შესრულებული „გაცოცხლებული ასოების“ გამოფენა.
Iბ კლასში(მასწავლებელი: ია გუჯეჯიანი), მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნეს ქართული ანბანის ასოები და „ანბანთქებით“ გააცნეს ისინი სტუმრებს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა IVგ კლასში (მასწავლებელი: თამარ ჩხაიძე). კალიგრაფიის კონკურსში საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. გამარჯვებული ნორჩი კალიგრაფები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნაწილი დედაენის პარკს ესტუმრა და ყვავილებით შეამკო დედაენის ძეგლი.
აქტივობები ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
თელავის N9 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს გლოვობს
პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...