მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. ბავშვებმა ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და ბარბარიზმეს ბრძოლა გამოუცხადეს, თავადვე მოიფიქრეს რამდენიმე ბარბარიზმი და ქართული შესატყვისი დაასახელეს.
მათი დევიზი „გადაარჩინე ქართული ენა! არა ბარბარიზმებს!“ იყო. მოსწავლეებმა ასევე ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გააცნეს და ცოდნა აიმაღლეს.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქართულ ენას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო