მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, I, II და III კლასების მოსწავლეებმა, ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების მიხედვით, თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შეასრულეს როლები. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„მათ იციან, რომ ზღაპრის ბოლო ყოველთვის სიკეთით მთავრდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი სილვა ბერუიჯანიანი. მისი დამსახურებით და მოსწავლეების მონდომებით დამსწრე საზოგადოებამ ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე წარმოდგენა იხილა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
თელავის N9 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს გლოვობს
პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...