სიახლეები
სკოლები

„ქართული ენა და ჩვენ ახალი თაობა“ - პირველი მაისის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
22-04-2024
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ ნინელი ხუხიას ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი ჩატარდა.

„ქართული ენა სიტკბოსა და სითბოს აფრქვევს, ქართული ანბანი კი არ იწერება, არამედ იხატება...

14 აპრილი ქართული ენის დღეა... ეს არის საქართველოს სიყვარულის დღე... ქართველი ერის სიცოცხლის დღე... დღე, როცა ქართველებმა არ დათმეს ეროვნულობა, არ დათმეს თავიანთი ენა, ენა, რომელიც გვერგო ღვთისგან. განა ეშმაკს დაუთმობდა ქართველი ერი ლაზარეს ენას, როგორ უნდა დაგვეთმო ჩვენი უტკბესი ენა, ჩვენი ულამაზესი ანბანი, ეს ხომ ერის თვითმკვლელობა იქნებოდა... ერთიც და მეორეც ხომ მსოფლიო საოცრებაა. შემოვავლოთ საქართველოს ძლიერი კედელი სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი და მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს... დიახ, თუ მთელი ერი მოინდომებს ჩვენ არავინ დაგვამარცხებს“, - ასეთი სიტყვებით ამკობს დედაენის დღეს პედაგოგი.

სკოლაში, ქართული ენის სიყვარული სუფევდა.

გრძელვადიანი პროექტი „ქართული ენა და ჩვენ ახალი თაობა“ 15 აპრილს დასრულდა. მასში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მათ მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. მათ საქართველოს რუკაზე მოხატეს ანბანი, ასევე გააკეთეს ჩანახატები და შექმნეს საინფორმაციო ტექსტები.

„რა არ გააკეთეს ჩემმა მოსწავლეებმა. ულამაზესი ანბანი მოხატა ანა კვაშილავამ, თვალს ვერ მოსწყვეტ! მართლაც საოცრებაა. დაილოცოს ამ ბავშვების მარჯვენა... დროშაზე, საქართველოს რუკაზე მოხატეს ულამაზესი ანბანი, ყურძნის მტევნებზე განალაგა მარიამ ესებუამ ლამაზი ასოები. ჩემი კალიგრაფები: ანა კვაშილავა, მარიამ წულეისკირი, მარიამ ესებუა, ლიკა ბუკია, დიანა თოდუა, ნინო მებონია, ნატალი ცხადაია. მადლობა ბავშვებს, მათ ლამაზი სიტყვებით შეამკეს მშობლიური ენა, წარმოადგინეს, ჩანახატები, ესეები, მინიატურები, იგავები, ფრაზები, საინფორმაციო ტექსტები, წერილები, სკეტჩები. არაჩვეულებრივად გამოიყენეს შეძენილი ცოდნა. ვამაყობ, ბავშვებო, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ერის საიმედო მომავალი... საქართველოს სიკვდილი არ უწერია. ჩვენ ვართ ღვთის მიერ კურთხეული ერი, ჩვენ მუდამ ვიარსებებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო საქართველოს სიყვარული, ეს იყო ქართული ენის, ქართული ანბანის სიყვარული.. 

„საქართველოს ევლო გარს - ერის ბედის მჭედელი,

- დედაენის ქვაციხის უფრო დიდი კედელი.

სხვისი გოჯიც არ უნდა, არც სხვა ძარცვავს, არც იხევს!

- დედაენა ჰქვია დღეს ერის მთავარ ქვაციხეს.

- ის სულ სხვა ვარძიაა, სულ სხვა სხვა სვეტისცხოველი,

- სულ სხვა გორისციხეა, სხვა მომავლის მქსოველი.

- ღმერთო, მამულს მოხედე, თვალები მაქვს სოველი,

- საუკუნეს დღეს უნდა სულ სხვა სვეტიცხოველი.

- შემოვავლოთ მამულს გარს ერის ბედის მქსოველი,

- დედაენის ქვაციხის უფრო დიდი კედელი...“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება