მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომელიც მიზანმიმართულია მოსწავლეთათვის საჭირო უნარების განვითარებისა და მათი სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისკენ.
სწორედ ამ მიზნით, 5 აპრილს, მე-10 კლასის ბაზაზე ჩატარდა მინი კონფერენცია თემაზე - „ვეფხისტყაოსანი ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლი“.
კონფერენციაზე, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები განიხილეს მნიშვნელოვანი თემები, ისაუბრეს პოემის პერსონაჟებზე, წარმოაჩინეს ვეფხისტყაოსნის აქტუალობა და კავშირი დღევანდელობასთან. ასევე, მკაფიოდ გაშუქდა ვეფხისტყაოსანი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება და ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მონაწილეთათვის ნათელი გახდა, რატომაც ბრძანებდა დიდი ილია: „ჩვენ, ქართველებს, სამართლიანად მოგვაქვს თავი, რომ ეს დიდებული პოემა, შექმნილი ჩვენის ერის დიდებულების დროსა, ჩვენს ენაზედ და ჩვენის კაცისაგან დაწერილა. დიდი და პატარა, არა სასახლე და ქოხი, ასე ერთნაირად და ერთპირად შეჰხაროდა და შეჰხარის დღესაც, როგორც დიდს რასმე საუნჯესა, საშვილიშვილო, საპატიოსა და ამ რვა საუკუნის განმავლობაში არდაჭკნობილსა, არგაბათილებულსა, არდავიწყებულსა“.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წამომადგენლები: ინგა ჯალიაშვილი და ნანა ტყემალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენლები: მადიმი დოლაკიძე და მარინა ბუსკივაძე, კონფერენციას სტუმრობდნენ პედაგოგები: დარეჯან სვანიძე და დარინა ჭანტურიძე, ასევე მშობლები: ანა ობოლაძე და რიტა მოსერიძე.
კონფერენციას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან დადუნადვილი.
ღვანკითის საჯარო სკოლის მეათე კლასი მადლობას უხდის ყველა სტუმარს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო