მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მერვე კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე ოჯახის ექიმს უმასპინძლეს.
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“,- გვეუბნებიან სკოლაში, საგანთა და სფეროთა ინტეგირების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ამჯერად, რუსული ენის გაკვეთილის თემა - „იყავით ჯანმრთელი“, მერვე კლასის მოსწავლეებმა დააკავშირეს მედიცინის სფეროსთან.
მოსწავლეთა რუსული ენის მასწავლებელი დარეჯან ჭანტურიძე გახლავთ, დამრიგებელი კი ეთერ ტურავა.
ძალიან საინტერესო და სასარგებლო საუბარი წარიმართა ღვანკითის საჯარო სკოლის ექიმთან - ირმა ბოჭორიშვილთან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ირმა ექიმი ყოველთვის აქტიურად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს ყველა კლასთან.
მოსწავლეებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს ქალბატონ ირმას მედიკამენტებისა და ექიმის პროფესიის შესახებ.
გაკვეთილის ბოლოს სახალისო აქტივობა განხორციელდა. რუსული ენის მასწავლებელმა, დარეჯან ჭანტურიძემ მსურველებს დაღლილობის მოსახსნელად შესთავაზა მხრებისა და კისრის მასაჟი.
ანამარია რობაქიძე და ლიზი ბუსკივაძე მართლაც ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში.
„დიდი მადლობა ირმა ექიმს და მერვე კლასის მოსწავლეებს საგნის მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატება ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში მხატვრული ლიტერატურის კითხვის წასახალისებლად არაერთი ღონისძიება იმართება
ღონისძიების მიზანი იყო კიბოს შესახებ მოსწავლეებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება